თქვენი კალათა ცარიელია

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 01.12.2023

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე  დოკუმენტი წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე (შემდგომში ტექსტში– „ოფერტი“), რომელიც განსაზღვრავს ინდმეწარმე "ხოხო.ჯი" (შემდგომში –  „გამყიდველი“) ვებ სერვისით სარგებლობისთვის, აგრეთვე საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის ან/და მიღებისთვის საჭირო ძირითად  კონცეპტუალურ პირობებს.

ვებ სერვისისა და მასზე განთავსებული ციფრული ინფორმაციის გამოყენება, საქონლის ან/და მომსახურების შეძენა (როგორც ვებ სერვისის საშუალებით შეკვეთის განთავსებით, ასევე "კონტაქტების" გვერდზე არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით), სერვისების მიღება ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ითვლება  ოფერტის აქცეპტად, რაც ითვლება ხელშეკრულების დადების ტოლფასად მასში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 

გამყიდველის ვებ სერვისებზე ინტერნეტში (მაგალითად, ვებ-გვერდზე http://hoho.ge) განთავსებული ოფერტი, რომელთანაც  თავისუფალი  წვდომაა შესაძლებელი, რაც უზრუნველყოფს თითოეული დაინტერესებული პირისთვის ამ ხელშეკრულების შინაარსის გაცნობას.

მომხმარებელმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს წინამდებარე ოფერტის  ტექსტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება მის რომელიმე პირობას, მას შეუძლია  უარი თქვას როგორც თავად ვებ სერვისის, ასევე გამყიდველის მიერ შეთავაზებული სერვისების გამოყენებაზე.

მომხმარებელი, ახორციელებს რა რაიმე ქმედებას ვებ სერვისზე, ან დაუკავშირდება რა გამყიდველს სერტიფიკატების ან/და სხვა დამატებითი საქონლის ან/და სერვისების შეძენის მიზნით, მათი გამოყენების ან/და გააქტიურებისთვის, ვალდებულია განაცხადოს, რომ იგი სრულად და სათანადო წესით გაეცნო  რა ხელშეკრულების პირობებს გამოხატავს სრულ და უპირობო თანხმობას  ამ ხელშეკრულების პირობებთან.

 

ტერმინთა განმარტება

“გამყიდველი“ - ინდივიდუალური მეწარმე “ხოხო.ჯი” (იურიდიული მისამართი: ქალაქი ფოთი, კონსტანტინე რეკვავას ქ. #11; ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #36; საიდენტიფიკაციო ნომერი: 315116156; ელ. ფოსტა: support@hoho.ge; ტელ: +995(550)05-11-16), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდი www.hoho.ge.

მყიდველი/კლიენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შეიძინა სერტიფიკატი ან სხვა საქონელი/მომსახურება ამ ოფერტით დადგენილი წესით.

დამკვეთი – მყიდველი ან მესამე მხარე, რომელიც ფაქტობრივად ფლობს სერტიფიკატს და რომელიც უშუალოდ იღებს მომსახურებებს.

მესამე პირი – ფიზიკური/იურიდიული პირი, ვისთვისაც მყიდველმა შეიძინა სერტიფიკატი, ან სერტიფიკატის ფაქტობრივი  მფლობელი. მესამე პირისთვის სერტიფიკატის შეძენა ადასტურებს, კერძოდ, სერტიფიკატის გაფორმებისას ამ  პირის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებას, ან სერტიფიკატის (მატერიალური მატარებლის ან ელექტრონული დოკუმენტის) მესამე პირისთვის ფაქტობრივ გადაცემას/ჩუქებას და მისთვის  სერტიფიკატის გამოყენების წესების გაცნობას.

ოპერატორი - გამყიდველის მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელი.

მოთხოვნა - კლიენტის მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას  მისთვის  სერვისის მიწოდება  წინამდებარე ოფერტით  გათვალისწინებული პირობებით და წესით.

საიტი – ვებგვერდი http://hoho.ge

სერტიფიკატი - არის დოკუმენტი დაბეჭდილი (მატერიალურ მატარებელზე) ან ელექტრონული სახით, რომელიც ადასტურებს მყიდველის მიერ სერვისის ღირებულების  გადახდევინების ფაქტს და დამკვეთის  უფლებას მოითხოვოს მისთვის მომსახურების მიწოდება  წინამდებარე ოფერტით გათვალისწინებული წესით და პირობებით. 

მომსახურება - არის კონკრეტული მოქმედება ან საქმიანობა, რომელსაც შემსრულებელი ახორციელებს მომხმარებლისგან მოთხოვნის მიღების შემდეგ  სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში. მომსახურების ღირებულება, შინაარსი და მოცულობა განისაზღვრება სერტიფიკატით  და მისი გაცნობა შესაძლებელია საიტზე მითითებული ინფორმაციით. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის მიერ სერტიფიკატით  შესაძლებელია ერთი ან  რამდენიმე შეთავაზებული მომსახურების მიღება,  დამკვეთი თვითონ შეარჩევს თუ რომელი მომსახურება სურს.

 შეკვეთა – გასაყიდად ხელმისაწვდომი ყველა საქონლის/მომსახურების ერთობლიობა, რომელიც მყიდველს სურს შეიძინოს გამყიდველისგან და წარუდგინა მას განაცხადის სახით ვებსაიტის მეშვეობით ან სხვა ხელმისაწვდომი გზით.

შეკვეთის ღირებულება – შეკვეთაში მითითებული ყველა საქონლის/მომსახურების ფასი მიტანის ხარჯების გამოკლებით.

 

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, დამკვეთის მოთხოვნით, განახორციელოს  მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდების ორგანიზება. სერვისების ჩამონათვალი და შინაარსი განისაზღვრება სერტიფიკატითა და საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ოფერტით განსაზღვრული  მომსახურების ღირებულება.

1.2. ეს ხელშეკრულება არის   ხელშეკრულება აღსრულების  მოთხოვნის შესაბამისად (სააბონენტო ხელშეკრულება), რომელიც ითვალისწინებს მყიდველის მიერ სერტიფიკატის გადასახადის გადახდას  უფლების შეძენისთვის -მოითხოვოს შემსრულებლისგან დამკვეთისთვის მომსახურების მიწოდება, ოფერტით გათვალისწინებული  პირობების შესაბამისად.

 1.3. შემსრულებელი  უზრუნველყოფს მომსახურებას პირადად ან მესამე მხარის მონაწილეობით. შემსრულებელი პასუხისმგებელია მესამე მხარის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.

1.4. მომსახურების საფასურის გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით გამყიდველის საბანკო რეკვიზიტებზე, ვებგვერდის მეშვეობით, ან საქონლის მიწოდების პუნქტებში ნაღდი ფულით,  ან საფოსტო ან საკურიერო სამსახურის თანამშრომლისთვის ნაღდი ფულის გადაცემით. ხელშეკრულება ითვლება დადებულად გადასახადის სრული გადახდის შემთხვევაში.

 

2. სერტიფიკატის შეძენისა და მომსახურების მიწოდების პროცედურა

2.1. სერტიფიკატის შესაძენად, მყიდველი იყენებს საიტის ფუნქციონალს ან შეუძლია შეკვეთის განთავსება კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით.

2.2. შეკვეთის გაფორმებისას, მყიდველი ირჩევს სერტიფიკატის ფუნქციონალს: მატერიალურ მატარებელზე  ან  ელექტრონული ფორმით. სერტიფიკატი მატერიალურ მატარებელზე  შეფუთულია საჩუქრის შეფუთვის ერთ-ერთ ვერსიაში. მყიდველი დამოუკიდებლად ირჩევს შეფუთვის ვერსიას, ხოლო შეფუთვის ღირებულება ემატება სერტიფიკატის ღირებულებას.

2.3. შეკვეთის გაფორმებისას მყიდველს უფლება აქვს აირჩიოს საიტზე შესარჩევად ხელმისაწვდომი 1 (ერთი)-დან 10 (ათ) სერვისამდე და მიაბას  ისინი სერტიფიკატს, ან შეარჩიოს მზა სერვისების ნაკრები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დამოუკიდებლად ქმნის სერვისების კომპლექტს, სერტიფიკატის ღირებულება განისაზღვრება კომპლექტში შემავალი ყველაზე ძვირადღირებული სერვისის ღირებულებით.ელექტრონული ფორმის სერტიფიკატი  იგზავნება გამყიდველის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე, მყიდველის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე. მატერიალურ მატარებელზე განთავსებულ სერტიფიკატს  გამყიდველი აგზავნის მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.

 2.4.სერტიფიკატის მიწოდება ხდება მყიდველის ხარჯებით  საფოსტო ან საკურიერო სერვისის მეშვეობით. სერტიფიკატის შეძენისას მყიდველი ირჩევს მიწოდების საშუალებას. სერტიფიკატის ღირებულება და მიწოდების ვადა  განისაზღვრება შესაბამისი საფოსტო ან საკურიერო სამსახურის მიერ.

2.5. მყიდველი ახორციელებს გადახდას წინამდებარე ხელშეკრულების 1.4 პუნქტის შესაბამისად, ხოლო  გამყიდველი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს შეკვეთა მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე და შეთანხმებულ ვადაში.

2.6. მყიდველი ყურადღებით ამოწმებს შეკვეთას მიღებისთანავე და უფლება აქვს უარი თქვას შეკვეთის მიღებაზე  დაზიანების ან გახსნის/შეფუთვის დაზიანების  ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში.

2.7. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა  გადახდის დღიდან 6 თვე. გამყიდველი თავად სერტიფიკატზე მიუთითებს სერტიფიკატის მოქმედების ბოლო დღეს.

2.8. დამკვეთს არ აქვს უფლება მოითხოვოს  მისთვის მომსახურების მიწოდება  სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ.

2.9. გამყიდველი მყიდველს (მომხმარებელს) აძლევს შესაძლებლობას გააგრძელოს სერტიფიკატის მოქმედების ვადა დამატებითი საფასურს გადახდის შემთხვევაში. მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია სერტიფიკატის მიმდინარე მოქმედების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 7 დღისა და არა უმეტეს ერთხელ. დამატებითი საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

- 10 (ათი) ლარი – სერტიფიკატის მოქმედების 1 (ერთი) თვით გაგრძელების შემთხვევაში.

- 20 (ოცი) ლარი - სერტიფიკატის მოქმედების 6 (ექვსი) თვით გაგრძელების შემთხვევაში.

2.10. კლიენტის მიერ ხელშეკრულების 2.9 პუნქტით გათვალისწინებული წესით გადახდის მომენტიდან, სერტიფიკატის მოქმედების ვადა გაგრძელდება შესაბამისი ვადით. დამკვეთი  აცნობებს გამყიდველს სერტიფიკატის ვადის გაგრძელების  სურვილის შესახებ 2.1 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2.11. დამკვეთის უფლება მოითხოვოს მომსახურების მიწოდება მოქმედი სერტიფიკატით, ხორციელდება სერტიფიკატის გააქტიურებით ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ დროს, ან ზეპირი ფორმით გამყიდველთან ტელეფონის საშუალებით  სამუშაო საათებში. სერტიფიკატის გააქტიურებისას დამკვეთი  აყალიბებს  მოთხოვნას მის მიერ არჩეული სერვისის მიწოდებაზე. გამყიდველი ამუშავებს მოთხოვნას, განსაზღვრავს მომსახურების მიწოდების დროსა და თარიღს, დამკვეთის სურვილისა და გამყიდველის  საწარმოო სიმძლავრეების გათვალისწინებით. გამყიდველი არ ამუშავებს მოთხოვნებს არასამუშაო საათებში, მათ შორის შაბათ-კვირას და გამოსასვლელ დღეებში.

2.12. მოთხოვნა მომხმარებელმა უნდა გააგზავნოს მომსახურების გაწევის სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე.

2.13. მოთხოვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველი ვალდებულია დაუკავშირდეს დამკვეთს, რათა შეათანხმოს მომსახურების მიწოდების დრო და თარიღი მომხმარებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომრის გამოყენებით.

2.14. შემსრულებელი  მომხმარებელს უწევს მომსახურებას  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია  სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც  მოთხოვნა დამუშავდა გამყიდველის მიერ.

2.15. კლიენტი ვალდებულია გამყიდველის ან გამყიდველის სახელით სერვისის მიმწოდებელი პირის მოთხოვნით წარმოადგინოს სერტიფიკატი მოთხოვნის გაგზავნისას ან/და მომსახურების მიღებისას. თუ მომხმარებელს არ აქვს მოქმედი სერტიფიკატი, გამყიდველს უფლება აქვს უარი თქვას განაცხადის დამუშავებაზე ან სერვისის მიწოდებაზე. 

2.16. ინფორმაცია შემსრულებლების  შესახებ, რომლებიც რეალურად ახორციელებენ მომსახურებას, ქვეყნდება საიტზე და/ან მიეწოდება მომხმარებელს მისი მოთხოვნით.

2.17. გამყიდველი წარმოადგენს ინფორმაციას მომსახურების შესახებ  შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ფარგლებში. გამყიდველი არ  ეწევა კონსულტაციას მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით, მაგრამ წარმოადგენს საკონტაქტო ინფორმაციას პირდაპირ შემსრულებლისგან კონსულტაციის  მიღებისთვის.

 

3. სერტიფიკატების ღირებულება

3.1. სერტიფიკატების ღირებულება განისაზღვრება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულებით და ყალიბდება მოთხოვნის უფლების მაქსიმალური ღირებულების საფუძველზე. სერტიფიკატების ღირებულების გადახდა არის გადახდა მოთხოვნის უფლების მოპოვებისთვის და არ შეიძლება ჩაითვალოს ბე-დ/წინასწარ გადასახადად.

3.2. სერტიფიკატის ღირებულება შეესაბამება ამ სერტიფიკატთან მიბმული  სერვისების სიიდან ყველაზე ძვირადღირებული მომსახურების ღირებულებას ან სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას სერტიფიკატის ფიქსირებული თანხით გაყიდვის შემთხვევაში.

3.3. სერტიფიკატის შეფუთვის ნაკრები არ შედის ფასში, მაგრამ არის დამატებითი პროდუქტი მყიდველის სურვილის მიხედვით. მყიდველს უფლება აქვს შეიძინოს სერტიფიკატი შეფუთვის გარეშე, ამ შემთხვევაში სერტიფიკატი მყიდველს ეგზავნება ელექტრონულად ელექტრონული ფოსტით ან ელექტრონული შეტყობინებების მიწოდების სხვა საშუალებით.

 

4. მიწოდების პირობები

4.1. მყიდველს უფლება აქვს პირადად აირჩიოს მიტანის ყველაზე მისაღები საშუალება შეკვეთის გაფორმების დროს არსებულიდან.

4.2. ზუსტი ფასი და მიწოდების დრო განისაზღვრება შერჩეული ვარიანტის, შეკვეთის მოცულობის, მიწოდებული საქონლის ტიპებისა და მიწოდების მისამართის მიხედვით. თუ შეკვეთა განთავსდება ვებგვერდის საშუალებით, ზუსტი ფასი და მიწოდების დრო მიეწოდება მყიდველს შეკვეთის გაფორმების დროს. თუ შეკვეთას სხვა მეთოდით განათავსებთ, ოპერატორი გამოაცხადებს ზუსტ ფასს, ვადებს და მიწოდების პირობებს.

4.3. გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, მიწოდების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, რის შესახებაც გამყიდველმა ან საკურიერო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მიმღებს.

4.4. შეკვეთის მიღების დროს მიმღები ვალდებულია შეამოწმოს საქონლის მთლიანობა და სისრულე. თუ პროდუქტი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია, ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას, ან შეფუთვა არის შეუსაბამო, შეკვეთის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას შეკვეთაზე ან მისცეს გამყიდველს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა.

4.5. ცალკეულ შემთხვევაში, თუ მიმღებმა ვერ შეძლო შეკვეთის მიღება მიწოდების დღეს საკუთარი მიზეზით, მიმღებს ან მყიდველს შეიძლება ხელახლა დაერიცხოს მიწოდების გადასახადი.

4.6. თუ მიმღები უარს იტყვის შეკვეთაზე რაიმე მიზეზით, ასეთ შემთხვევაში მხარე ხელმძღვანელობს  შეკვეთაზე უარის თქმის პოლიტიკით.

4.7. თუ მიმღები არ მიიღებს შეკვეთას შეთანხმებულ ვადაში, მყიდველი ვალდებულია აცნობოს გამყიდველს ამის შესახებ „კონტაქტების“ განყოფილებაში მითითებული ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით.

4.8. გამყიდველის ან საკურიერო სამსახურის ბრალით შეკვეთის არასწორად მიწოდების შემთხვევაში, შეკვეთის ხელახალი მიწოდება უფასოა.

4.9. კონკრეტულ თარიღსა და დროს საქონლის მიწოდების შეკვეთის შემთხვევაში, ასეთი მიწოდების შესაძლებლობა შეთანხმებული უნდა იყოს  ოპერატორთან, ხოლო  დადასტურების შემთხვევაში, ეს ვადა არის შეკვეთის შესრულების ბოლო ვადა.

4.10. ელექტრონული სერტიფიკატების და სხვა დამატებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომლის მიწოდებაც შესაძლებელია მყისიერად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხორციელდება გადახდის დადასტურებიდან 1 საათში. სერტიფიკატის დროულად მიუღებლობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია დაუკავშირდეს ოპერატორს წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებული  ინფორმაციის გასარკვევად და მის აღმოსაფხვრელად.

 

5. შეკვეთის დაბრუნების პოლიტიკა

5.1. მყიდველს უფლება აქვს დააბრუნოს შეკვეთა შეძენიდან 14 დღის განმავლობაში მიზეზის დასახელების გარეშე. ეს ვადა აითვლება მყიდველის ან მის მიერ მითითებული მესამე მხარის მიერ საქონლის მიღების მომენტიდან (გარდა გადამზიდველისა).

5.2. საქონლის დაბრუნების მიზნით, მყიდველმა უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა ელექტრონული ფოსტით კონტაქტების განყოფილებიდან.

5.3. განაცხადში მყიდველმა უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

5.3.1. სახელი, ფიზიკური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

5.3.2. შეკვეთის თარიღი, შეკვეთის საფასურის გადახდის თარიღი

5.3.3. მიამაგრეთ ქვითრების ფოტო/სკანირებული ასლი

5.3.4. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში: ბარათის/ანგარიშის ნომერი, საიდანაც განხორციელდა გადახდა და ტრანზაქციის ამონაწერი ბანკიდან.

5.3.5. საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რომელთა დაბრუნებაც მყიდველს სურს.გამყიდველი ვალდებულია განიხილოს განაცხადი განაცხადის მიღებიდან 7 დღის ვადაში, ასევე დააბრუნოს დასაბრუნებელი თანხა დაბრუნების პუნქტში დაბრუნებული საქონლის მიღებისა და დამტკიცების დღიდან არაუგვიანეს 14 დღისა. დაადასტუროს დაბრუნების განაცხადი. დაბრუნების წერტილის მისამართი ეცნობება მყიდველს დაბრუნებაზე წარმოდგენილი  განაცხადის დადასტურების შემდეგ.

5.4. დაბრუნების თანხა განისაზღვრება იმ საქონლის/მომსახურების ჩამონათვალის მიხედვით, რომლის დაბრუნებაც მყიდველს სურს, ასევე დასაბრუნებელი საქონლის/მომსახურების ჩამონათვალის მიხედვით.

5.5. საქონლის ჩამონათვალი, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას:

5.5.1. თუ პროდუქტი დამზადებულია მყიდველის ინდივიდუალური შეკვეთით.

5.5.2. მალფუჭებადი საქონელი

5.5.3. პროდუქტი დაზიანების ნიშნებით

5.5.4. გამოყენებული სერვისები, ან მომსახურება, რომლებზედაც გაგზავნილი იყო გამოყენების განაცხადი.

5.6. მყიდველს არ უბრუნდება  საქონლის მიწოდების თანხა შეკვეთის დამუშავების მომენტში.

5.7. სერტიფიკატის დაბრუნების შემთხვევაში, თანხის დაბრუნების თანხა განისაზღვრება შემდეგნაირად:

5.7.1. თუ სერტიფიკატი დაბრუნდება დაზიანების ან შეფუთვის გახსნის კვალის გარეშე, მყიდველს დაუბრუნდება შეკვეთის ფასის 100%.

5.7.2. დაზიანების, შეფუთვის გახსნის კვალის ან არასწორი შეფუთვის შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს არ დააბრუნოს პაკეტის ღირებულება.

5.7.3. თუ დაზიანებულია სერტიფიკატის ფიზიკური მატარებელი  ან სერტიფიკატი აღმოჩნდება გააქტიურებული, გამოყენებული, დაბლოკილი, გაუქმებული ან არ არის ნამდვილი, გამყიდველი იტოვებს უფლებას უარი თქვას როგორც სერტიფიკატის, ასევე მისი შეფუთვის ღირებულების დაბრუნებაზე.

5.8. მხოლოდ მყიდველს აქვს უფლება დააბრუნოს საქონელი/მომსახურება ამ ხელშეკრულების 5.1 პუნქტში მითითებულ ვადაში.

5.9. მესამე მხარისთვის სერტიფიკატი არ შეიძლება ჩაითვალოს ფასიან  ქაღალდად და არ ექვემდებარება უკან  დაბრუნებას და/ან გაიცვალოს ნაღდ  ფულზე, არამედ გამიზნულია მხოლოდ კლიენტის უფლების განხორციელებისთვის - მიიღოს მომსახურება მოქმედი სერტიფიკატის მიხედვით.

5.10. მყიდველი, გამყიდველის მიერ საქონლის დაბრუნების დადასტურების შემდეგ, ვალდებულია დაბრუნებული საქონელი მიიტანოს  დაბრუნების პუნქტში გამყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე. პასუხისმგებლობა საქონლის მდგომარეობაზე ეკისრება  მყიდველს იქამდე, ვიდრე  გამყიდველი არ მიიღებს უკან დაბრუნებულ საქონელს.

5.11. დაბრუნებული ნივთის მდგომარეობა შეფასდება ნივთის დაბრუნების ადგილზე მიტანისთანავე.

5.12. დასაბრუნებელი საქონლის ტრანსპორტირება ხდება მყიდველის ხარჯზე.

5.13. მყიდველის თანხის დაბრუნება განხორციელდება გადახდის იმავე ფორმის გამოყენებით, რომელიც მყიდველმა გამოიყენა შეკვეთის მიღების დროს.

5.14. თუ ბონუსები გამოიყენება შეკვეთის გადახდის დროს, მისი თანხა ჩამოიჭრება მყიდველისთვის გადასახდელი თანხიდან.

 

6. შეკვეთის გაუქმების პოლიტიკა

6.1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას შეკვეთაზე, თუ:

6.1.1. შეკვეთის შესასრულებლად წარდგენამდე შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში გამყიდველი უბრუნებს მყიდველის მიერ გადახდილ მთელ თანხას.

6.1.2. შეკვეთაზე უარის თქმის შემთხვევაში შეკვეთის გადაცემის მომენტამდე ან კურიერთან გადაცემის მომენტამდე, გამყიდველს უფლება აქვს დააკავოს შეფუთვის ან/და სხვა საქონლის ღირებულება, რომელიც უკვე დამზადებულია მყიდველის ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით. 

6.1.3. შეკვეთის კურიერთან გადაცემის შემდეგ სათანადო ხარისხით მიწოდებულ შეკვეთაზე უარის თქმის შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს, თავი შეიკავოს მყიდველის ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით დამზადებული შეფუთვის ან/და სხვა საქონლის ღირებულებაზე, ასევე მიტანის ღირებულებაზე. 

6.2. განაცხადზე უარის თქმის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია დაუკავშირდეს ოპერატორს, რათა განახორციელოს საქონელზე უარის და/ან მიიღოს ინსტრუქციები შემდგომი ქმედებების შესახებ.

6.3. საქონლის მიღების დროს მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას დაზიანებულ საქონელზე. ამ შემთხვევაში, მყიდველი სთხოვს კურიერს ან გამყიდველს, დააფიქსირონ დაზიანებული საქონლის მიღების ფაქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს ოპერატორს (თუ საქონელი მიღებულია საკურიერო სერვისით). მყიდველს უბრუნდება როგორც შეკვეთის, ასევე მიტანის თანხა (გადახდის შემთხვევაში).

6.4. თუ მყიდველმა უკვე მიიღო შეკვეთა, შეკვეთის გაუქმება შეუძლებელია, მაგრამ მყიდველს უფლება აქვს ისარგებლოს  შეკვეთის დაბრუნების პროცედურით.

 

7. მხარეთა პასუხისმგებლობა

7.1.გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

7.2. შემსრულებელი იღებს  პასუხისმგებლობას დროულად და ხარისხიანად  შეასრულოს მომსახურება და პასუხს აგებს მის უსაფრთხოებაზე.

7.3. გამყიდველი იღებს ვალდებულებას არ გაამჟღავნოს მყიდველის (მომხმარებლის) პერსონალური მონაცემები, რომლებიც მითითებულია რეგისტრაციისას და/ან შეკვეთის განთავსებისას ან/და სერტიფიკატის გააქტიურებისას პირებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შეკვეთის შესრულებასთან.

7.4. ნებისმიერი პრეტენზია მოწოდებული სერვისების მოცულობასა და ხარისხთან დაკავშირებით განიხილება შემსრულებლის მიერ. შემსრულებლის  მონაცემებს აწვდის გამყიდველი დამკვეთის მოთხოვნით 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

7.5. თუ მიღებულია პრეტენზია გაწეული მომსახურების მოცულობასთან და ხარისხთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზეც პასუხისმგებელია შემსრულებელი, გამყიდველი უგზავნის მას შემსრულებელს  5 დღის ვადაში.

7.6. პრეტენზიები მომსახურების მიწოდების ხარისხთან და ვადებთან დაკავშირებით გამყიდველს ეგზავნება "კონტაქტების" განყოფილებაში მითითებული ელექტრონული ფოსტით და ექვემდებარება განხილვას გამყიდველის მიერ მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.

7.7. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი შემსრულებლის  მიერ მომსახურების არასათანადო მიწოდებაზე, მათ შორის, მომსახურების შეუსაბამობაზე მითითებულ ხარისხსა და მოცულობაზე. გამყიდველი პასუხს არ აგებს  დამკვეთის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა ან საკუთრებაზე, მომხმარებლის სხვა უფლებებზე და კანონიერად დაცული ინტერესებისთვის შემსრულებლის მიერ მომსახურების მიწოდების დროს მიყენებულ ზიანზე.

7.8. მყიდველი ან დამკვეთი პასუხს აგებს საიტზე რეგისტრაციისას და/ან სერტიფიკატის შეძენისას და/ან სერტიფიკატის გააქტიურებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

7.9. ვებსაიტზე და გამყიდველის სხვა ონლაინ პლატფორმებზე წარმოდგენილ  ყველა საინფორმაციო მასალას აქვს მხოლოდ საცნობარო დანიშნულება და არ გამოხატავს სრულად  სანდო ინფორმაციას პროდუქტის/მომსახურების გარკვეული თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ. თუ მყიდველს აქვს რაიმე შეკითხვა პროდუქტის/მომსახურების თვისებებთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით, შეკვეთის განთავსებამდე მან უნდა მიმართოს შემსრულებელს. შემსრულებლის საკონტაქტო ინფორმაცია მომსახურების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე მომსახურების აღწერილობაში ან მიიღოთ ოპერატორისგან. გამყიდველი არ იძლევა კონსულტაციას გაყიდული სერვისების შესახებ.

7.10. გამყიდველს უფლება აქვს გადასცეს თავისი უფლებები და მოვალეობები შეკვეთების შესასრულებლად მესამე პირებს.

7.11. გამყიდველს არ ეკისრება პასუხისმგებლობის ტვირთი, არ შეიძლება გამოვიდეს მოპასუხედ სასამართლოში და არ  ეკისრება ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა, თუ:

7.11.1. წარმოიშვა მომხმარებლის მიზეზით  ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო.

7.11.2. წარმოიშვა მომხმარებლისთვის მომწოდებლების ქმედებების ან უმოქმედობის გამო.

7.11.3. წარმოიშვა მომწოდებლებისგან მომხმარებლის ქმედებების ან უმოქმედობის გამო.

 

8. საავტორო უფლების შენარჩუნება

8.1. ვებსაიტზე და გამყიდველის სხვა ონლაინ პლატფორმებზე განთავსებული ყველა ფოტო/ვიდეო/ტექსტური მასალა არის გამყიდველის ან/და მისი მომწოდებლების ან/და პროდუქტების მწარმოებლების საკუთრება; შესაბამისად, მათი გამოყენება საავტორო უფლებების მფლობელების თანხმობის გარეშე მკაცრად   აკრძალულია.

 

9. Cookie  პოლიტიკა

9.1. Cookie  ფაილები - არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ეხმარება ვებსაიტს შეუფერხებლად და ეფექტურად მუშაობაში. ისინი ინახება თქვენს მოწყობილობაზე და შეიძლება წაიშალოს თქვენი სურვილისამებრ.

9.2. Cookie  ფაილების პოლიტიკა არის ცალკე დოკუმენტი, რომლის პირობები შეიძლება შეიცვალოს ამ ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად. Cookie  ფაილების  პოლიტიკაში ცვლილებების შემთხვევაში, საიტის მომხმარებელი ამ სიახლეს ეცნობა საიტის ჩაშენებული ფუნქციების საშუალებით. თუ Cookie  ფაილების  გამოყენების პირობები არ იქნა მიღებული უახლესი ვერსიის ძალაში შესვლამდე, საიტი ავტომატურად მოგთხოვთ წაიკითხოთ და მიიღოთ Cookie  ფაილების  პოლიტიკის უახლესი ვერსია.

 

10. პერსონალური მონაცემები

10.1. „პერსონალური მონაცემები“ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნიშნავს ინფორმაციას ან ინფორმაციის ერთობლიობას კონკრეტული ფიზიკური პირის შესახებ. ეს ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, სახელს, გვარს, მამის სახელს, საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა), დაბადების თარიღს, ასევე სხვა პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი იღებს ამ ხელშეკრულების შესრულების პროცესში.

10.2. პერსონალური მონაცემების გამოყენების მოთხოვნები აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ტექსტი საჯაროდ არის განთავსებული გამყიდველის ვებსაიტზე, რათა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს მისი გაცნობა. კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერილია ცალკე დოკუმენტში და შეიძლება შეიცვალოს ამ ხელშეკრულების პირობების მიუხედავად.

10.3. ამ ოფერტის პირობების მიღებით, მყიდველი/დამკვეთი ავტომატურად ეთანხმება ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს; ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ამ ოფერტის  პირობებზე დათანხმებამდე, თუ:

10.4. კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება მიღებულ იქნეს საიტის მომხმარებლის მიერ ამ ოფერტის  პირობების მიღების მიუხედავად, ამიტომ:

10.4.1. თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ადრე იქნა მიღებული, ამ ხელშეკრულების პირობების მიღებით, მყიდველი/დამკვეთი იღებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალ ვერსიას.

10.4.2. თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიცვალა ამ ხელშეკრულების პირობების მიღების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლის გარეშე.

10.5. მყიდველი ან/და დამკვეთი ანიჭებს გამყიდველს უფლებამოსილებას გადასცეს პერსონალური მონაცემები შემსრულებელს და/ან პარტნიორ ეკონომიკურ სუბიექტს, თუ ეს აუცილებელია გამყიდველის ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ან დამკვეთისთვის, რომ გამოიყენოს სერვისი სერტიფიკატის მიხედვით. ნავარაუდევია, რომ პარტნიორი სუბიექტი, რომელიც იღებს პერსონალურ მონაცემებს, იღებს ვალდებულებას, გადაამუშაოს ეს მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

11. დასკვნითი დებულებები

11.1. შემსყიდველის მიერ სერტიფიკატის შეძენა ან მისი გამოყენება საფუძველს აძლევს  დამკვეთს რომ მიღებულია ამ ოფერტის ყველა პირობა.

11.2. ოფერტის მოქმედების ვადა შეუზღუდავია, თუ სხვა რამ არ არის მითითებული ვებგვერდზე.

11.3. გამყიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები ოფერტში მყიდველის შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში მხარეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ოფერტის იმ ვერსიის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა სერტიფიკატის შეძენის დროს.

11.4. წინამდებარე ხელშეკრულება უპირატესობას ანიჭებს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტებს.

11.5. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობა მოქმედი კანონმდებლობით შეუსაბამოა ან შეუსრულებელი, ყველა სხვა პირობა ძალაში რჩება, ხოლო შეუსაბამო პირობა ჩაითვლება  ჩანაცვლებულად  შესაბამისი აღსრულებადი პირობით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც თავისი შინაარსით ყველაზე მეტად უახლოვდება ხელშეკრულების პირობებს.

11.6. ამ ხელშეკრულების პირობებით დაურეგულირებელი საკითხების  შემთხვევაში მოქმედებს  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესი.

 

12. ფორსმაჟორული გარემოებები

12.1. გამყიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებების (ფორს-მაჟორული) დადგომით, რომელიც წარმოიშვა ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად, რაც გამყიდველს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, ან მიეღო გონივრული  ზომები  მისი აღკვეთისთვის.

12.2. ფორს-მაჟორი მოიცავს მოვლენებს, რომლებზეც გამყიდველს არ შეეძლო გავლენის მოხდენა  და რომლებზეც ის არ არის პასუხისმგებელი, როგორიცაა: ომი, აჯანყება, გაფიცვა, მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ამინდის პირობები ან სტიქიური უბედურება, ეპიდემიები, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების და  ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აფერხებენ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულებას.

12.3. იმ შემთხვევაში, თუ  დადგა ფორსმაჟორული გარემოებები,   რომლებიც ხელს უშლის წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ამ ხელშეკრულების შესრულება შეჩერდება ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების ვადით.

 

13. დავის გადაწყვეტის წესი

13.1. წინამდებარე ხელშეკრულების  შესრულებასთან დაკავშირებული მხარეთა შორის წარმოქმნილი ნებისმიერი  დავა  წყდება მოლაპარაკების გზით.

13.2. დავის წარმოშობის შემთხვევაში თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანხმდებიან მიმართონ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს,   გათვალისწინებულს საქართველოს კანონმდებლობით.

13.3. ხელშეკრულების მხარეებს შორის ნებისმიერი დავა განიხილება გამყიდველის ადგილმდებარეობის მიხედვით მდებარე სასამართლოში.

13.4. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულების  პირობების შესრულების ადგილად მიიჩნევენ საქართველოს ტერიტორიას.