რა არის ეპოქსიდი?
ეპოქსიდის საათის დამზადების მასტერკლასი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს გაეცნოს ხელოვნების სამყაროს მარტივად და სიამოვნებით. გამოცდილება საჭირო არაა დაგჭირდებათ მხოლოდ ენთუზიაზმით სავსე განწყობა.
ინსტრუქტორი გაგაცნობთ თითოეულ ნაბიჯს, რაც პროცესს მარტივს და სასიამოვნოს გახდის.
პროცესი იწყება თქვენთვის სასურველი ფერების და დეკორატიული ელემენტების არჩევით. მღელვარებით სავსეა მომენტი როცა პიგმენტებს ურევთ ეპოქსიდში და უყურებთ მის გარდაქმნას ფერების მომხიბლავ მორევად.
ეს მშვენიერი გზაა განტვირთვისა და რაიმე ლამაზის შესაქმნელად. თქვენი შედევრის საბოლოო სახით დანახვა სიამაყითა და აღფრთოვანებით აგავსებთ. თუ გსურთ სცადოთ რაიმე ახალი, გაატაროთ დრო შემოქმედებითად, ან უბრალოდ ისიამოვნოთ. ჩვენი ეპოქსიდური საათის დამზადების მასტერკლასი შესანიშნავი არჩევანია.
რატომ ავირჩიეთ Anoart Gallery:
- მასტერი არის პირველი ვინც პროფესიონალურ დონეზე დაიწყო ეპოქსიდით საათების დამზადება თბილისში. მისი მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ როგორ დიზაინის შექმნაში ასევე სასურველი შედეგის მიღებაში.
რა შედის:
- მასტერკლასი და თქვენი დამზადებული საათი, რომელსაც გაშრობის შემდეგ წაიღებთ.
რეკომენდაციები:
- გრძელ/ფართო მკლავიანმა სამოსმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ მუშაობის პროცესში.
შეზღუდვები:
- +18;
- მაღალი მგრძნობელობა ქიმიური ნაერთებისა და საღებავების მიმართ.
ამ მომენტისთვის შეფასებები არ არის.
დაამატეთ გამოხმაურება პირველმა