თქვენი კალათა ცარიელია

როგორ მუშაობს

HOHO-ს საიტზე შესვლისას ირჩევთ თქვენთვის სასურველ კატეგორიას, ვისთვის არჩევთ საჩუქარს. მოცემული სერვისებიდან აირჩევთ და ამატებთ კალათაში 1-დან 10-მდე სერვისს, რომლებიც ფიქრობთ, რომ ადრესატს მოეწონება.  თქვენ გადაიხდით, არჩეული სერვისებიდან, ერთის, ყველაზე ძვირადღირებულის ფასს, ხოლო ადრესატი აირჩევს ერთ სერვისს, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონება. იმ შემთხვევაში, თუ მისი არჩეული სერვისი ნაკლებფასიანია, იმასთან შედარებით, რაც თქვენ გადაიხადეთ, სხვაობა მას დაუბრუნდება მის ჰოჰოს ექაუნთზე, ჰოჰოს ქულების სახით და შეეძლება გამოიყენოს სხვა სერვისის შეძენისას.



შემდეგ, გადადიხართ “კალათაში”, გაეცნობით სერვისის გამოყენების პირობებს და გადახვალთ გადახდის ეტაპზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • სასაჩუქრე შეფუთვის არჩევა ( ვარდისფერი/მწვანე ყუთი, კონვერტი, ონლაინ სერტიფიკატი);
  • ინფორმაცია თქვენს შესახებ (სახელი; გვარი; ტელეფონის ნომერი, მეილი);
  • როგორ გსურთ მიწოდება (მაღაზიიდან გავიტან; მომიტანეთ; მიაწოდეთ საჩუქრის მიმღებს)
  • თუ ისარგებლებთ მიტანის სერვისით უნდა შეავსოთ მიმღების ინფორმაცია (სახელი; გვარი; ტელეფონის ნომერი; მისამართი);
  • გადახდა (გადახდა შესაძლებელია ონლაინ).