რა არის პადელი?
პადელი არის ტენისთან მიმსგავსებული სპორტის აქტივობა, მაგრამ აქვს თავისი წესები და სტრუქტურა. პადელის ძირითადი პრინციპი და კულტურა მდგომარეობს იმაში, რომ დახარჯოთ თქვენი ენერგია ჯანსაღად და სწორად. სპორტის სახეობა,რომელიც გაგიმრავალფეროვნებს ცხოვრებას და ახალი გამოწვევის წინაშე დაგაყენებს. პადელის თამაში შესაძლოა კორტზე 2 მოთამაშე 1-1 წინააღმდეგ ითამაშოთ და ასევე 4 მოთამაშე 2-2-ის წინააღმდეგ, რაც უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის თამაშს.
გაატარე დრო მეგობრებთან ერთად, შენს განკარგულებაში იქნება პადელის კორტი, ბურთები და ჩოგნები ერთი საათით. გაიხალისე ცხოვრება და გაამაგრე სხეული, რადგან პადელი ასევე ანვითარებს ფიზიკურ აქტივობას, კოორდინაციას და სტრატეგიულ აზროვნებას მოთამაშეებში. ეს არის საინტერესო და სახალისო თამაში, რომელიც შეიძლება იყოს კარგი საშუალება დროის გასატარებლად და გუნდურად თამაშის სწავლისთვის.
პადელი შესანიშნავი საჩუქარია, რადგან მოგეცემათ შესაძლებლობა გაატაროთ დრო მეგობრების გარემოცვაში. ეს ახალი აქტიური სპორტი თბილისში სწრაფად ვითარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება. პადელის თამაში მოგცემთ შესაძლებლობას იგრძნოთ ადრენალინი, გადაიტანოთ თქვენი ყურადღება ყოველდღიური პრობლემებისგან და მთლიანად გაათავისუფლოთ თქვენი აზრები.
არ გამოტოვო ეს გამოწვევა და მიიღე ცხოვრებისგან მაქსიმუმი.
რეკომენდაცია:
- კომფორტული სამოსი, რომელიც ხელს არ შეგიშლით მოძრაბაში;
- სპორტული ფეხსაცმელი.
შეზღუდვები:
- ორსულობა;
- გულის დაავადებები.
ამ მომენტისთვის შეფასებები არ არის.
დაამატეთ გამოხმაურება პირველმა